ხშირად დასმული კითხვები
• რა არის CBD?
CBD, ანუ კანაბიდიოლი, ბუნებრივი ფიტომოლეკულაა, რომელსაც კანაფის მცენარის ექსტრაქციით ვიღებთ და სუფთა სახით ის არ არის ფსიქოაქტიური, ანუ არ იწვევს გონების მდგომარეობის შეცვლას. კანაბიდიოლი მოქმედებს ჩვენს სხეულში უკვე არსებულ კანაბინოიდურ რეცეპტორებზე და მისი სამედიცინო, თერაპიული პოტენციალი მოიცავს დადებით ეფექტებს როგორც ფსიქიკის, ასევე სხეულის გაჯანსაღებაში. გაიგეთ მეტი ჩვენი ბლოგიდან.
• რა განსხვავებაა CBD იზოლატს, ფართო სპექტრისა და ულტრა ფართო სპექტრს შორის?
CBD იზოლატი წარმოადგენს სუფთა, თანამედროვე ტექნოლოგიით იზოლირებულ CBD-ს მოლეკულას, სხვა კანაბინოიდების გარეშე, რაც გემოს არ ქონის გამო მას უფრო სასიამოვნო მისაღებს ხდის. ეს სახეობა განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ სურს კანაფის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიღება და სურს მხოლოდ იზოლირებული CBD-ს დადებითი ეფექტი. CBD იზოლატები სხვადასხვა სიმძლავრით
ფართო სპექტრის CBD ზეთი კანაბიდიოლთან ერთად შეიცავს სხვა სასარგებლო კანაბინოიდებსაც (0% THC), როგორიცაა CBG, CBN, CBV, CBT, CBDV და CBL, ტერპენებთან ერთად, რაც პროდუქტს უფრო მრავალმხრივ სასარგებლოს და ეფექტურს ხდის ანტურაჟისა და სინერგიული ეფექტის გამო. დაათვალიერეთ ჩვენი ფართო სპექტრის CBD ზეთები.
ულტრა ფართო სპექტრის CBD ზეთი დამხმარე კანაბინოიდებს შეიცავს კიდევ უფრო მაღალი დოზით, რაც მას უფრო მძლავრ ეფექტს აძლევს სხეულისა და გონების გაჯანსაღებაში. ჩვენი ულტრა ფართო სპექტრის CBD ზეთები
• რა დრო ჭირდება CBD-ს მოლეკულას მოქმედებისთვის?
ენის ქვეშ გაჩერებისას და შემდეგ გადაყლაპვისას, ზეთის მოქმედება იწყება 30 წამიდან, ხოლო სრულ ეფექტს ავლენს 15-30 წუთში. ზეთის პირდაპირ გადაყლაპვა აყოვნებს მის მოქმედებას და სასურველი ეფექტი მიიღება 0.5-1 საათში.
• რამდენად უსაფრთხოა CBD?
CBD-ს მოლეკულა, ისეთი სუფთა სახით, როგორიც ჩვენს პროდუქტებშია, უსაფრთხოა გონებისა და სხეულისთვის. მისი იზოლატი კი, გამოიეყენება ნებისმიერი ასაკში. იხილეთ ლაბორატორიული სერტიფიკატები.
• ფსიქოაქტიურია თუ არა თქვენი CBD პროდუქტები?
ჩვენი CBD პროდუქტებიდან, თითოეული მათგანი სრულიად თავისუფალი და სუფთაა THC-სგან, რაც დადასტურებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს წამყვანი ლაბორატორიების მიერ. არცერთი მათგანი არ იწვევს გონების მდგომარეობის შეცვლას ან დამოკიდებულების განვითარებას. სრულად ნარჩუნდება კოგნიტური ფუნქციები და გონების სისუფთავე.
• ლეგალურია თუ არა საქართველოში CBD?
CBD-ს მოხმარება, რეალიზაცია, საზღვარზე გადატანა და რეკლამირება სრულიად ლეგალურია საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობით, ასევე, CBD-ს ზეთები თავისუფალია აქციზისგან.
• შესაძლებელია თუ არა მოხდეს CBD-ს ზედოზირება?
ადამიანის ორგანიზმი ტოლერანტულია CBD-ს მაღალი დოზების მიმართ და არ იწვევს რაიმე სახის უკურეაქციას დღეში 1500 მგ-მდე. ჩვენი ზეთების არჩევანში გვხვდება CBD-ს 50,100 და 200 მგ. დოზები და რეკომენდირებულია შერჩეული დოზის დღეში 1-3-ჯერ მიღება.
• შემოწმებულია თუ არა თქვენი პროდუქტები ლაბორატორიულად?
ჩვენი პროდუქტები გადის უმკაცრეს ტესტირებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს წამყვან ლაბორატორიებში, როგორც დამზადებისას, ასევე საზღვრის გადმოკვეთისას. თითოეულ მათგანს აქვს THC-ს ნულოვანი შემცველობა, რაც დამოწმებული და სერტიფიცირებულია ამერიკის DEA-ს მიერ აღიარებული ლაბორატორიების მიერ. ლაბორატორიული სერტიფიკატები.
• როგორ შევიძინო?
შესაძენად გადადით მაღაზიის გვერდზე, სადაც შეძლებთ, დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნოთ და შეარჩიოთ თქვენთვის შესაბამისი CBD პროდუქტები, დაამატოთ კალათაში და მარტივი შეკვეთის პროცესის შემდეგ, შეძენილ პროდუქტს სასურველ მისამართზე მიიღებთ, უფასო მიტანით.
• რამდენ ხანში მივიღებ შეძენილ პროდუტს?
თბილისში მიწოდება ხდება იმავე დღეს, ხოლო რეგიონებში _ 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
• შემიძლია თუ არა პროდუქტის დაბრუნება?
ჩვენთვის თქვენი კომფორტი და კმაყოფილება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ პროდუქტის დაბრუნებას გადაწყვეტთ, დაგვიკავშირდით საკონტაქტო გვერდიდან. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ დაბრუნების პოლიტიკას.
• როგორ მოვიქცე კორპორატიული შეთავაზების/თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში?
ჩვენი გუნდი მუდმივად ღია და მზადაა შეთავაზებების, მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობისთვის. კორპორატიული შეკვეთების, ფასდაკლებების და თანამშრომლობის შესახებ, გთხოვთ მოგვწეროთ წერილი ჩვენს საკონტაქტო გვერდზე.